ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ქალიშვილი, აშშ-ის მიერ კადიროვების ოჯახზე დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
აიშათ კადიროვას თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე ცნობილი გახდებოდა ოკეანეების მიღმა, შორეულ ქვეყანაში მისი სახელი შავ სიაში მოხვდებოდა.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი მოკრძალებული მორალური მხარდაჭერა მამაჩემისადმი შეუმჩნეველი იქნებოდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცნობილი გავხდებოდი ოკეანეების მიღმა, შორეულ ქვეყანაში, რომ ჩემი სახელი მოხვდებოდა მათ რაღაც სიაში“, – აღნიშნავს კადიროვის ქალიშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კადიროვების ოჯახს სანქციები 20 ივლისს დაუწესა. საპასუხოდ კადიროვმა მაიკ პომპეოს მიმართა და განაცხადა, რომ „ამის შემდეგ ყველაფერი უფრო საინტერესო იქნება“.
გარდა ამისა, კადიროვმა სოციალურ ქსელში თავისი 14 შვილის ფოტო გამოაქვეყნა და ასე უპასუხა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.











