fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არ მგონია, რომ ევროპას რაიმე პრეტენზია უნდა წავუყენოთ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ შალვა ნათელაშვილის წერილს არ იზიარებს

13:30 იანვარი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პარტიაში შალვა ნათელაშვილის ინიციატივას არ იზიარებენ.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია და მას პრეტენზია არ უნდა წაუყენო.

„მთელი ამ წლების, 30 წლის განმავლობში, შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჩვენ მხარს გვიჭერენ და ეს იგრძნობა ყოველწლიურად, იგრძნობა პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა. არ მგონია, რომ რამე სახის პრეტენზია უნდა წაუყენოს ვინმემ საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან ევროპასა და ევროკავშირს. მით უმეტეს, ელჩების გაწვევა-არგაწვევას არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში არ წყვეტს, ამას წყვეტენ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებაში.

მე პირიქით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მადლობა მინდა, გადავუხადო ევროკავშირს, ევროპის სახელმწიფოების ელჩებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, რომლებიც თუნდაც ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში გვერდში გვიდგანან და მზად არიან, რომ იკისრონ მედიაცია ჩვენსა და ხელისუფლებას შორის.

რაც შეეხება არჩევნების არცნობას, ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კი არ უნდა ვთხოვოთ ცნობა-არცნობა, ეს არის ჩვენი შიდა საკითხი, ქვეყნის შიდა საკითხი და ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ შიგნით. ზუსტად ამიტომ არის მოლაპარაკებები, ამიტომ გვინდა ოპოზიციას პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან და დავიწყოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, რადგან მოსაგვარებელია ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი, ქვეყანა არის ამ ჭაობიდან ამოსაყვანი და პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ეს ვერ მოხდება. პირიქით, ჩვენ გვეხმარებიან ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, მათი ქვეყნების ელჩები და პირიქით, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ ხალხისადმი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ავრცელებს გზავნილს ევროპისადმი და ითხოვს, არ აღიარონ საქართველოში ჩატარებული არჩევნები.

თეგები: სერგო ჩიხლაძეშალვა ნათელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის” – სერგო ჩიხლაძე

ნოემბერი 22, 2021
774
პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პროცესების დეესკალაცია, სააკაშვილი რეალურად შესაფერის და მრავლპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ – სერგო ჩიხლაძე

ნოემბერი 12, 2021
768
პოლიტიკა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ვენდობით – ნათელაშვილი

სექტემბერი 10, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია