პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მას სურს შეიქმნას კომისია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგებს გამოიძიებს.
“მინდა ეგ კომისია შეიქმნას. ჩავიხედოთ იმ დოკუმენტებში, რომელიც აღმოვაჩინეთ, როგორც გაყალბების მტკიცებულებები.
60 კაცი, რომელსაც აქვს, ფაქტობრივად, სასამართლო ფუნქცია, არის პარლამენტში, შეუძლია გამოიძიოს დანაშაული და დასაჯოს თავისი პოლიტიკური ოპონენტი და ამას არ იყენებს, ეს ჩემში აჩენს ეჭვს. მე არ მჯერა, რომ “ქართული ოცნება” ისეთი კომპეტენტურია, რომ მას შეეძლო ისეთი მასშტაბური გაყალბების პროექტი ისე ჩაეტარებინა, რომ წაეშალა ყველა დანაშაულის კვალი. მე ამის არ მჯერა, მე უფრო იმის მჯერა, რომ ჩვენ ისეთი ცუდი შერლოკ ჰოლმსები გვყავს ოპოზიციაში, რომ ამ კვალის აღმოჩენა მათ არ შეუძლიათ და ეშინიათ, რომ ჩაფლავდებიან,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “რუსთავი 2-თან”.
ქართული ოცნება არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის










