არ მჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას ამის გამბედაობა არ ექნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე არ ჩამიტარებია კვლევა, რამდენი პროცენტი უჭერს მის დაბრუნებას მხარს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის დაბრუნდება, იმდენჯერ თქვა და არ შეასრულა, რომ არანაირი საფუძველი არ მაქვს დავუჯერო, რომ დაბრუნდება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ ის დავბრუნდეს.











