„იცით, რომ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, არ მჭირდება მე ეს კვლევები, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ“, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იცით, რომ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, არ მჭირდება მე ეს კვლევები, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ.
ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში.
საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველოდება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











