„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა არ შეიძლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ,რომ უშუალოდ დეტალებს, პირობებს, რომელიც შეიძლება იყოს განხილვის და დისკუსიის საგანი მოლაპარაკების მაგიდასთან, იმაზე მეტს ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ზოგადად, პირობებთან და მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არის. მახარებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის იმედისმომეცემი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იმედიანად არიან განწყობილი.
სასურველი იქნებოდა, მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდეს, თუმცა, ეს შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს, რაც გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას, ვფიქრობ, წარმოუდგენელია, რომ ამაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია და ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი, მაშინ, როდესაც ერთხელ ეს გაკეთებულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.










