“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გუშინ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, დროული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ხატია დეკანოიძის თქმით, 46 დაკავებულიდან 20-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
“საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ. არ ვიცით ადგილსამყოფელი 20 ადამიანის. ვიმეორებ, 20 ადამიანი 46 დაკავებულიდან და კატეგორიულად მოვითხოვთ, როგორც პარლამენტის წევრები, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრები, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









