პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას რჩევები მისცა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და განმარტა, რომ მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.
“ჩვენთვის დაავადება არის უკვე ნაცნობი, შესაბამისად დაგვიგროვდა გამოცდილება მასთან საბრძოლველად. ერთი პრინციპი უნდა დავიცვათ უპირობოდ – რაც შეიძლება მდგრადი განწყობით უნდა შევხვდეთ ამ დაავადებას. თქვენ იცით, უზნაძის განწყობის თეორიის შესახებ. თუ დავინფიცირდით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ დავმძიმდებით, არა ბატონო, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება!” – განაცხადა ლევან რატიანმა ჯგუფ Med Room-ში ლაივ ჩართვისას.











