არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე პირველი მისია გაგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოსმოსურმა ხომალდმა Hope-მა, რომელიც იაპონიის ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა H2-A-ის საშუალებით გაუშვეს, დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.
რაკეტა, რომლის საშუალებითაც ორბიტერი Hope-ი გადააქვთ, 14 ივლისს უნდა გაეშვათ, მაგრამ უამინდობის გამო მისი გაშვება 2-ჯერ გადაიდო.
ორწლიანი მისიის ფარგლებში „წითელი პლანეტის“ ატმოსფეროსა და კლიმატის შესახებ მონაცემების შეგროვება განხორციელდება.
.










