“არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
“ჩემი აზრით, ეს არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა. ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია, როგორც თემატურ საკითხებზე იგივე თუნდაც ჯანდაცვაზე მსჯელობისას, ასევე ზოგადად პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის. მე მართლაც იმედი მაქვს იმის, რომ ის სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოლაპარაკებისთვის და კონსენსუსის მიღწევისთვის ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული. თუნდაც მათი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. სხვა მხრივ, ეს არ იქნება ოპტიმალური ფუნქციონირება ასეთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტისა“,- განაცხადა სერგეენკომ.











