ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ევროპარლამენტარების საერთო განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სანქციები არ იქნება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სანქციებზე ევროპარლამენტარები საუბრობენ, თუმცა გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს.
„ექვსმა ევროპარლამენტარმა გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფინანსურ დახმარებაზე გვინდა პირობითობის დაწესებაო. ატეხეს ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა ჟრიამული, არიქა საქართველოს სანქციებს უწესებენო. იმ ექვსმა ევროპარლამენტარმა ისიც თქვა, ეს ჩვენი იდეაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკომისია იღებსო. ასე რომ ნუ აყვებით ნაცნარატივს, არანაირ სანქციებზე საუბარი არაა, არც იქნება“,- ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის წინადადებას. ამის გამო, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ისინი საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.











