„დათქმა არის, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო“,- ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„არ შევთანხმებულვართ, ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ ვილაპარაკო დეტალებზე. ერთი სული მაქვს ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის იქ ლაპარაკი და რას ვითხოვ მე პირადად. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, რომ არ მოვყვეთ დეტალები. დათქმა არის, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო.
არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიამრთა.











