არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ. არც რიგგარეშე, არც განმეორებითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია რევოლუცია მოახდინოს.
„მათ როგორც ჩანს, მაქვს საფუძველი თქვენს მაყურებელს ვუთხრა, რომ მათი მიზანია რევოლუცია მოახდინონ. დაანგრიონ და არიონ სიტუაცია. შემდეგ ისაუბრონ არჩევნებზე. ვინაიდან იციან, რომ ის ხმების რაოდენობა, რომელიც მათ მიიღეს ოქტომბერში ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება, თუ არჩევნები ჩატარდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.











