“ქართული ოცნების” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტში არსებობს პუნქტები, რომელეც შეთანხმება ვერ შედგება.
“ჩვენ, ორ კვირაში ბრიუსელში 6 პუნქტიანი გეგმით მივდივართ, პირველი არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში შემუშავებულია მოდელი, რაშიც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
მეორე არის, კანონის უზენაისობა, ესეც ითხოვს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ეს რეფორმა არ შეჩერებულა, ეს რეფორმა მიდის. მაგიდასთან დასხდომას მოიაზრებს ეს და მაგიდასთან უნდა მოვიდეს ოპოზიცია.
მესამე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები, რაზეც დათანხმება შეუძლებელია, რადგან არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს.
ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის ექვსი პუნქტი. ექვსიდან ხუთ პუნქტზე მიდის მოლაპარაკებები. მეექსვე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზეც დათანხმება არის შეუძლებელი,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.











