fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არანაირი წინასწარი სტატუსით შეჩერება… სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება – ნუნუ მიცკევიჩი

15:56 აგვისტო 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან სამინისტრომ ყველა ის საჭიროება განსაზღვრა, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა.

მისივე თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

„პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომლებიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად, იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის წინაშე, ასევე მთლიანად საზოგადოების.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველივე დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით, გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო უნიერსიტეტების მხრიდან.

როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება. სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის 13 კატეგორია მოწყვლადი ჯგუფებისა განსაზღვრული, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 33 ათასზე მეტ სტუდენტს შეეხო და მათი სწავლის საფასური შემოდგომის სემესტრში განსაზღვრული სოციალური ჯგუფისთვის სრულად იქნება დაფარული და 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანებაც სრულად ექნებათ დაფარული. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენელ ჯგუფთან და ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. კიდევ იქნება განსზღვრული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე. ვისურვებთ, არ იყოს ვირუსის მეორე ტალღა, მაგრამ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარკვეულ შეღავათებს და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. მზად ვართ, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტის წინაშე და მთლიანდ უმაღლესი განათლების წინაშე“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთან, კითხვაზე, ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, სამსახურები დაკარგეს და არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა, სექტემრიდან გააგრძლებენ  თუ არა სწავლას, ნუნუ მიცკევიჩი ასე პასუხობს:

„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ გამოიკვეთა მიზნობრივად რომელი ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ჩვენ შევხვდით მათ წამომადგენლებს და ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრა, სადაც ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელ ჯგუფზეა საუბარი და რა საჭიროებები აქვთ მათ. რასაკვირველა, შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ ვიმუშავებთ გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებულები იქნებიან, მაგრამ აქვე შევთანხმდეთ, რომ მთავარი არის აკადემიური მოსწრება და ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხზე ვზრუნავთ. ყველა სტუდენტი იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, შეასრულოს ყველა კრედიტი, ისწავლოს ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. სწავლას გააგრძლებს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც დღეს რეგულაციებით ამის უფლება ეძლევა. არანაირი წინასწარი სტატუსით შეჩერება, რასაკვირველია, არ მოხდება“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

თეგები: ნუნუ მიცკევიჩისტუდენტები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სტუდენტებს ვაქცინაციის ცნობას ან კვირაში ერთხელ, PCR ტესტის ჩატარებას მოსთხოვენ 

სექტემბერი 13, 2021
807
საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: ვაქცინაცია აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს

სექტემბერი 2, 2021
796
მთავარი ამბავი

განათლების მინისტრის მოადგილე მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა

აგვისტო 13, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია