fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთავრობო ორგანიზაციები „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

09:54 აპრილი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები “ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით.

ჩვენ ვიზიარებთ პროტესტის მონაწილეების გულწრფელ მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. სამწუხაროდ, მოვლენათა მიმდინარეობა არ იძლევა ამ ზიანის აცილების იმედს. ამიტომ:

მოვუწოდებთ სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს, გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად. უნდა დაიწყოს ინფორმირებული და პრაგმატული დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, რათა შევწყვიტოთ მტრისთვის სასარგებლო ურთიერთდაპირისპირება და დავიწყოთ ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობა. ეს სავსებით შესაძლებელია შესაბამისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირობებში.

მივმართავთ მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით, ყველანაირად ხელი შეუწყონ მხარეების საგნობრივ დიალოგს.

მივმართავთ კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავიანთ შესაძლებლობის ფარგლებში, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის და შეფასებების საშუალებით, ხელი შეუწყონ მდგომარეობის განმუხტვას და მხარეებს შორის საგნობრივი დიალოგის ჩამოყალიბებას.

მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა.

ამისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:

  1. უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;
  2. ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.
  3. მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.
  4. განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას.

შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აწერენ: 1. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; 2. შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; 3. საქართველოს ენეროგეფექტურობის ცენტრი;4. ლევან მიქელაძის ფონდი; 5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; 6. საქართველოს გეოსტრატეგიის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; 7. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი; 8. თეონა აქუბარდია, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 9. ივანე მაჭავარიანი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 10. თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 11. ასოციაცია “ათინათი”; 12. ABCO-Georgia; 13. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 14. ასოციაცია ,,დეა”; 15. სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო; 16. ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”; 17. ელექტრონული მმართველობა საქართველო; 18. გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრი; 19. ასოციაცია ტოლერანტი; 20. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია; 21. იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”; 22. მეგობრობის ხიდი ქართლოსი; 23. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; 24. ასოციაცია “მშვიდობიანი დ საქმიანი კავკასია”; 25. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; 26. ფონდი „სოხუმი“; 27. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; 28. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; 29. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; 30. ვალერი ჩეჩელაშვილი GFSIS; 31. სივილ ფორუმი; 32. ცენტრი ემპათია.

 

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

აგვისტო 25, 2021
824
საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა და შსს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

ივლისი 11, 2021
793
პოლიტიკა

პაპუაშვილი: არასამთავრობების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო, რაც აღმაშფოთებელია

ივლისი 9, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია