„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შევიდნენ პარლამენტში.
სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულია.
„მათ ქცევებში მინიმუმ არათანმიმდევრობაა. თავიდან პარლამენტს მკაცრად აკრიტიკებდნენ და თვლიდნენ, რომ ის არალეგიტიმურია. შემდეგ მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება შემდგარიყო. როცა შედგა, ხელი არ მოაწერეს და ახლა ნაწილობრივ შემოდიან. უცნაური და არათანმიმდევრულია მათი გადაწყვეტილება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ადამიანებს საშუალება მივცეთ, საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტის ტრიბუნიდან ახსნან“,- განაცხადა სერგეენკომ.










