„არავის, არცერთ გოჯ მიწაზე, მათ შორის არც დავით გარეჯთან მიმართებაში უარი არ უთქვამს“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას განაცხადა.
„არასოდეს არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ დავით გარეჯზე პრეტენზია არ გვაქვს და დავით გარეჯი არ მიგვაჩნია ქართულად. ჩვენს დროს ასეთი რამ არ ყოფილა. არ მგონია ცუდი საქმე იყო თუნდაც ის, რომ დავით გარეჯი დანგრევის პირას იყო და ვინც აკონტროლებდა იმ სიტუაციაში იმ ტერიტორიას, იმ მეგობარი სახელმწიფოსთვის მიგემართა, რომ სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელიო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დავით გარეჯის თემა არის ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გამოგონილი თემა, არავის, არცერთ გოჯ მიწაზე, მათ შორის არც დავით გარეჯთან მიმართებაში უარი არ უთქვამს. არანაირ მიწის გადაცემა-გადმოცემაზე ლაპარაკი არ დასრულებულა, მიმდინარეობდა კონსულტაციები და კონსულტაციების მთავარი ამოცანა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში იყო, რომ როგორმე დავით გარეჯი როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე მოქცეულიყო საქართველოს საზღვრებში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020











