fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არჩევნები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს – საია 

14:53 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

საიას ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით,  დარღვევები ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.

10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში საია-ს მიერ დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა შემდეგ უბნებში:

თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;

მარნეულის #5 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელმა, რომელიც არის ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება“ დამკვირვებელი. საიამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის შემთხვევები:

საგარეჯოში #42 უბანზე, სოფელი იორმუღანლოში, საიას დამკვირვებელმა გადაიღო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა. კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება;

ზესტაფონის #14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია. უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა სხვადასხვა პირის მობილიზაცია, რაც თვალთვალის განცდას ტოვებს და ქმნის ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ უარყოფითი ტენდენციაა.

საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები (ამ დროისთვის კენჭისყრის პროცედურები დაწყებულია შემდეგ უბნებში: ბარსელონა, ოსლო, რომი, ფრანკფურტი, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, ლონდონი)

დაწერილია ერთი საჩივარი ცესკოში რომის საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევების შესახებ. ამომრჩევლებს არ უმოწმდებათ მარკირება, ამასთან, საიას დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის რეგისტრაციაზე;

ბარსელონაში კენჭისყრის შენობა გაიხსნა 08:05 წუთზე. როგორც საიას დამკვირვებლებს განუმარტეს, კომისიის წევრები იყვნენ უბანზე, თუმცა იგი ჩაკეტილი იყო. შესაბამისად, დამკვირვებელმა ვერ შეასრულა თავისი უფლებამოსილება. დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბანი პარიზშიც (08:09);

კომისიის წევრები არ არიან ინფორმირებულნი, ხშირია ტექნიკური ხარვეზები, კომისიის წევრები მითითების შემდგომ, ძირითადად, მათ ასწორებენ. არის ორგანიზაციული პრობლემებიც, მათ შორის, კომისიის წევრები აგვიანებენ და პრობლემებია ინვენტართან დაკავშირებით.

Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:

ზესტაფონის #14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: 2020 წლის არჩევნებისაია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სამართლებრივი ნონსენსია, რომ ჩვენმა სარჩელმა საფრთხე შეუქმნას არჩევნებს – საია

სექტემბერი 19, 2021
797
მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
სამართალი

საია: 2013-2021 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ინსტიტუციური დიზაინის საკითხად იქცა

მაისი 24, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია