ოპოზიციის მხრიდან დაბრალება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება სჭირდებაო. ეს ფიქრადაც არ გაგვივლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. ქვეყნის მასშტაბით, დღეში 200-მდე ტესტი კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც სიკვდილიანობა 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორია, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები რაც გამართლებული იყო პირველ ეტაპზე და რისი შედეგიც ვნახეთ, ახლა გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა. არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ – არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.











