არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა გაყალბებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნების” რეპუტაცია უნდა აღდგეს, ამისთვის კი ის პირები უნდა გამოვლინდნენ, ვინც პარალელური დათვლისას გაპარული შეცდომების შემდეგ სდუმდნენ.
„კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების” იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა. მგონი, ვერ აღვიქვამთ კარგად, რა მოხდა. ეს მათთვის რევოლუციური სცენარის ნაწილი რომ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რადგან ზიანდება სახელმწიფო და „სამართლიანი არჩევნები”. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის იმიჯი არ შეილახოს, მისი დროებით დაზიანებული რეპუტაცია ერთად უნდა აღვადგინოთ და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების გამომჟღავნება, ვინც დუმდა და შემდეგ „შეცდომა“ აღიარეს, ხოლო ახლა 8%-იან თემაზე დუმან, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი იყოს. გამორიცხულია, ვერაფერს იტყვიან, თუ ახალი არ გამოიგონეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემთხვევებს ემთხვევა.











