დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნების წინა პერიოდის უსაფრთხოებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა შემუშავდეს.
„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ და არის ის, რომ შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი უსაფრთხო არჩევნებთან დაკავშირებით.
ქვეყანაში უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი. ამ რეკომენდაციებს ჩვენ ცესკოს მივაწვდით, თუ როგორი უნდა იყოს ეს ერთიანი სტანდარტი, რომ წინა საარჩევნო პერიოდი, წინა საარჩევნო კამპანიები, ისევე როგორც არჩევნების დღე, იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“ , – განაცხადა გამყრელიძემ.











