ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოსახლეობას კომისიის წევრები ინდივიდუალურ კალმებს შესთავაზებენ. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება კალამი საკუთარი სახლიდანაც წამოიღოს.
„ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა ჟვანიამ.











