„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის ოცეულის პირველი ნომერი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა, რომელმაც პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად გამართული და სამართლიანი ქვეყანა. არჩევნების მხრივ, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს.
არჩევნებზე ოცნება მოიგებს და მოიგებს სამართლიანად.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნების სიის ოცეული პრეზენტაციაზე წარადგინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“
საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“











