არგენტინის კონგრესმა პანდემიის წინაღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ახალი გადასახადის გადახდა იმ ადამიანებს მოუწევთ, რომელთა ქონებაც 200 მილიონ პესოს აღემატება, რაც 2.5 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
გამოცემის მიხედვით, ახალი გადასახადი სულ ქვეყანაში მცხოვრებ 12 000 პირს შეეხება.
გადასახადის დაწესებას კონგრესის 42-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 26 კი წინააღმდეგ წავიდა.
AFP-ს ცნობით, შეგროვილი თანხის 20%-ი სამედიცინო სფეროს მოხმარდება, 20%-ი მცირე და საშუალო ბიზნესს, 20%-ი სტუდენტების სტიპენდიებს, 25%-ი საწარმოებს.











