არგენტინა მსოფლიოში მე-5 ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 002 662 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ამასთან, ბოლო 24 საათში არგენტინაში კორონავირუსის 12 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 451 ადამიანი გარდაიცვალა.











