დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვირუსი არსად გამქრალა.
მისივე თქმით, არის რისკი, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს.

„29 600 ტესტის ჩატარების ფონზე გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. მითუმეტეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 537 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 128 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 8.