საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, „არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს ქადაგება აკრძალული აქვს.
„არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკრძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.
ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ახლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“ ,- წერს ჯაღმაიძე.











