ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები ჩინეთში „კარგად კონტროლდება“ და მისი გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩინეთში სიტუაციას ვაკონტროლებთ. ამ მომენტისთვის არ ვთვლით, რომ მისი გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს, თუმცა სიტუაციას მთელი სიფრთხილით ვაკონტროლებთ“,- განაცხადა WHO-ს პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა – დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს.
შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური, ყველაზე საშიში კი პულმონალური – ამ დროს ყველაზე დიდი შანსია, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა ხველებით სხვებიც მარტივად დააავადოს.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა არის ბუბონური შავი ჭირი – ყველაფერი ინფექციაზე, რომელსაც შავ სიკვდილს უწოდებენ











