fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო – სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიაზე

13:19 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ, კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, გმობს თუ არა მთავარი ოპოზიციურ პარტიაზე შტურმს და ნიკა მელიას დაკავებას.

„ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას. არც დრო და არც ფორმა სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ კომპრომისების მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შესახებ და ერთ-ერთ მაგალითად ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არის პიროვნების რეაქცია, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში და ვფიქრობ, ეს ძალიან გადაჭარბებულია“.

„ვფიქრობ, საქართველომ თავის გზაზე მიაღწია დიდ პროგრესს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოზე შეიძლება უარი თქვან მხოლოდ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც აქვს ასევე თავისი წინაისტორია – იყო პარლამენტის შტურმი, სხვადასხვა პროვოკაციები. ბალანსისთვის ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ დრო და ფორმა იყო ნამდვილად საუკეთესო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მოულოდნელად გახდა ავტორიტარული ქვეყანა. საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ არსებობს კრიზისი, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ არავინ ამბობს უარს საქართველოზე (არავის ჩამოუწერია საქართველო). მანამდე საკითხზე მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ფიქრობს, რომ მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ნიკა მელია ციხეშია და როგორ ფიქრობს, მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს თუ არა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ ვაპირებ მთავრობას ბრძანება მივცე, განსაკუთრებით „ბიბისის“ ეთერიდან“.

„ვფიქრობ გამოიძებნება გამოსავალი. რამდენიმე დღეში გავიგებთ და ეს იქნება მედიაციის ნაწილი, რომელიც თუ არ ვცდები, უკვე ხვალიდან დაიწყება. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობასა და ოპოზიციას, შეწყვიტონ რიტორიკა, პროვოკაცია და მოემზადონ ამ დიალოგისთვის, კომპრომისის პოვნისთვის. დღეს ქუჩაში ათასობით ადამიანი არ დგას, სიდიდით მეორე ქალაქში გაცილებთ მეტი ხალხი აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას. აქ, თბილიში 5-დან 8 ათასამდე ადამიანი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ გეთანხმება, კომპრომისი უნდა მოიძებნოს. რაც შეეხება გაყალბების შესახებ ბრალდებას, სულ ცოტა ხნის წინ ეუთო-მ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა არჩევნებზე, სადაც მსგავსი არაფერია ნათქვამი და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს არჩვენების ლეგიტიმურობას. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ, რომ გაყალბება წინასწარ ცხადდება, როდესაც არჩევნები ტარდება. იმ შემთხვევაშიც, თუ მათთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლეგიტიმურობა მაინც ეჭვქვეშ დგება, როდესაც წაგებული პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა უფრო ძლიერი ქვეყნებისთვისაც. რაც უნდა ვქნათ, არის ის, რომ გადავჭრათ კრიზისები, ევროკავშირთან ერთად, ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თეგები: ნიკა მელიას საქმესალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

დეკემბერი 8, 2021
792
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

ოქტომბერი 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია