დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 160 ათასი გრიპის ვაქცინის დოზა არის გახარჯული.
ამასთან, გამყრელიძე ამბობს რომ ვაქცინის გაკეთება უკვე ყველას შეუძლია და ამის შესახებ ცვლილება ბრძანებაში ორჯერ უკვე შევიდა.
„დღევანდელი დილის მონაცემებით, გახარჯულია 160 ათასი დოზა, მათ სორის 10 ათასი დოზა გადავეცით აფხაზეთს, ასევე აიცრა ქართული ჯარი
ჩვენ უკვე ორჯერ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება, რომ ყველას შეუძლია მისვლა და აცრა. მოვხსენით 65 წელს ზემოთ დაწესებული ზღვარი. სამწუხაროდ მიმართვიანობა არ არის მაღალი მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ წელიწადს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია. დავამატეთ ასევე მასწავლებლებიც და მოვუწოდებ მასწავლებლებს. მასწავლებლებს შეუძლიათ პოლიკლინიკებში მივიდნენ და აიცრან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











