პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მასშტაბიანი ჩაკეტვები აღარ იქნება, რადგან ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს. ამის შესახებ პრემიერმა, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა – ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც „ლოქდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. ეს გამოიწვევს, იმას რომ ჩვენ დამატებით მოგვიწევს ვალის აღება, რაც მოქალაქეების გადასახადი იქნება. ამიტომ ეს რომ არ მოგვიწიოს, ყველას გთხოვთ, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვი, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.52 %-ია.











