„ამ თამაშში, სადაც “ნაცმოძრაობამ” ყველაფერი წააგო და როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, საზოგადოება არ თანხმდება ამ რევოლუციურ სცენარს, ისინი ეძებენ გარკვეულ წინაპირობას და დასაბუთებას იმისთვის, რატომ შემოდიან პარლამენტში. მაგრამ ეს განცხადებები იმდენად ანტისახელმწიფოებრივია, ვფიქრობ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ, როდესაც საქმე მიდგება არჩევნებზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ყველას წინააღმდეგაა ეს განცხადება, არც „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს აწყობთ ის, რასაც ზაალ უდუმაშვილი ქადაგებს, რევოლუცია და მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია სტაბილურობით“,- ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, იმას არ ნიშნავს, რომ აქციებზე უარს იტყვიან.










