პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების გადადება არ იგეგმება.
როგორც გახარიამ განაცხადა, ინფიცირების რაოდენობის ზრდა კიდევ იქნება, თუმცა ეს არჩევნების გადადების საფუძველს არ იძლევა.
„დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება. არვის ეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. ჩვენ რაც დღეს ვთქვით, რესტორნების მუშაობის ვადის შეზღუდვითაც, რაოდენობა არ შეჩერდება, უბრალოდ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











