ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ – არა მხარს მათ მოთხოვნას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ოპოზიციის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შემოვიდა,“ – აცხადებს სერგეენკო.











