აშშ AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას იმ ქვეყნებს გაუზიარებს რომლებსაც ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკას სრული მოსახლეობის ასაცრელად ვაქცინების საკმარისი დოზა აქვს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსით 32,875,045 ადამიანი დაინფიცირდა. კოვიდს 586,611 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











