აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა.
განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ამერიკის ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ბოლო დროს „ომიკრონ“ ვარიანტის გამოჩენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის, ბუსტერდოზებისა და პრევენციული ძალისხმევის მნიშვნელობას,“ – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.











