აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მისი წიგნის გამოქვეყნება თავიდან აიცილოს. ინფორმაციას ამის შესახებ Thehill- ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლტონის ხელნაწერი თეთრ სახლში გატარებულ პერიოდზე უამრავ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
დეპარტამენტმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი წიგნს გამოაქვეყნდებდა, ამით კანონს დაარღვევდა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.











