საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა დღეს დაკრძალეს.











