აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს სანქცია დაუწესა. რამზან კადიროვს შტატებში შესვლა აეკრძალა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდნენ რამზან კადიროვის მეუღლე მედნი კადიროვა და ქალიშველებიც, აიშათ კადიროვა და კარინა კადიროვა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი სანდო ინფორმაციას ფლობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, რომელიც მოიცავს წამებას და მკვლელობებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.











