აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ნენსი პელოსი ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პელოსის სასარგებლოდ 216 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 209 წავიდა.
„ახალ კონგრეს განსაკუთრებული სირთულის დროს ვიწყებთ: ჩვენი ერის განკურნების დრო დადგა. ჩვენი ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი კორონავირუსის დამარცხება იქნება და ჩვენ მას დავამარცხებთ“,- აღნიშნა სპიკერმა.











