„აშშ-მ ჩინეთს ჰიუსტონში ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ეს აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი პოლიტიკური პროვოკაციაა“,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„21 ივლისს აშშ-მ ჩინეთს ჰიუსტონში ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ეს აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი პოლიტიკური პროვოკაციაა, რაც საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების სერიოზული დარღვევაა. ჩინეთი გმობს ამ სკანდალურ და გაუმართლებელი ქმედებას“,- აცხადებს ვან ვენბინი.











