აშშ-მ დრონებით ISIS-K-ზე საჰაერო იერიში მიიტანა, რომელმაც ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი მოაწყო. დაჯგუფების წევრები ნანგარჰარის პროვინციაში იყვნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, სამიზნე ლიკვიდირებულია, ხოლო დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.
სწორედ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა 26 აგვისტოს ტერაქტზე, რომელსაც 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს პასუხს აგებინებენ.











