აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) დაადგინა, რომ ორი პირბადის ტარებამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან ადამიანების დაცვა საგრძნობლად გაზარდოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრის განცხადებით, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ორი ნიღბის ტარება ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს. ასევე , ამცირებს ვირუსის გადაცემასაც.











