რამდენად მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ახლა, – ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„რამდენად მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ახლა. ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში. თუ ვირუსის ახალი ტალღა დაიწყება ეს იმიტომ, რომ ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს არ ვიცავდით და შეზღუდვებს არ ვემორჩილებოდით“,- განაცხადა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.











