აშშ-ს ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის კოვიდის ვაქცინა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ AP-ი ავრცელებს.
„ახლა, როდესაც თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, თქვენ აღარ უნდა იყოთ საფრთხის ქვეშ, რომ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდებით აუცრელი თანამშრომლებისგან. მე ვიცი, რომ ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია. მაგრამ განვაგრძობ გზების ძიებას, რომ ხალხის უსაფრთხოება დაცული იყოს და ვაქცინაცია გაფართოვდეს“,- განაცხდა ბაიდენმა.











