დიდი ალბათობით, 2020 წლის ბოლომდე აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა ექნება. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„ნოემბერ-დეკემბერში გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. თუ ვაქცინა გვექნება, ეს იქნება მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოზა“, – განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი 2021 წლის პირველ კვარტალში გახდება.











