აშშ-ში კორონავირუსით დაინფიციების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს, დაღუპულების კი – 112 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ reuters-ი წერს
სააგენტო წერს, რომ 5-კვირიანი კლების ტენდენციის შემდეგ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიციების შემთხვევების მატება შეინიშნება.
ექსპერტები შემთხვევების ზრდას სამ ფაქტორს უკავშირებენ :
ტესტირებების ჩატარების მასშტაბის ზრდას, ქვეყნის ყველა შტატში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის გახსნასა და აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს.











