აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 200 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 157 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 13 924 956 შემთხვევა გამოვლინდა, 273 835 ადამიანი კი გარდაიცვალა.











