აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შეიძლება, დღეში 100 ათასამდე გაიზარდოს. მისი თქმით, არ გაუკვირდება, თუ ინფიცირების ასეთ მაღალ მაჩვენებელს იხილავს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„აშკარაა, ჩვენ ამჟამად სრულად არ ვაკონტროლებთ პანდემიას აშშ-ში“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ფაუჩის თქმით, ხალხი თუ სოციალურ დისტანციას არ დაიცავს და ნიღბების ტარებაზე უარს იტყვის, ქვეყანაში დიდი სირთულეები იქნება.
„ეს იქნება ძალიან შემაშფოთებელი, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ფაუჩიმ.











